გერმანიის ელჩმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა
საქართველოში გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა. ორთვინ ჰენიგის თქმით, გიორგი მარგველაშვილის მოხსენებაში მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, რომელშიც პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე ისაუბრა. ასევე საინტერესო იყო, როდესაც პრეზიდენტმა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. “ეს არის გზა, რომელსაც ევროკავშირიც მხარს უჭერს“,- აღნიშნა ელჩმა.