გორში ახალგაზრდა ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მ. გ. ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი ბიძამ იპოვა. გარდაცვლილი სოფელ ბოშურიდან არის, ტყვიავში კი ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.
საეჭვო გაუჩინარების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის კვალს საკარმიდამო ნაკვეთში მიაკვლიეს.
მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭის ეს ქმედება ყველასთვის მოულოდნელი იყო. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები