ქედაში მეწყერის გამო 17 ოჯახთან საავტომობილო მიმოსვლა პარალიზებულია

ქედაში სოფელ წონიარისში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები გააქტიურდა. აღნიშნულის გამო 17 ოჯახთან საავტომობილო მიმოსვლა პარალიზებულია.
შემთხვევის ადგილას საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ რამდენიმე ოჯახთან საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია. საქმის კურსშია აჭარის მთავრობა. გამოგზავნილია სპეციალური ტექნიკა და დღის ბოლომდე შევეცდებით პრობლემის მოგვარება მოვახერხოთ“, – განაცხადა დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები