თამარ ბერუჩაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაისთან.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე.
მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. “ხელშეკრულებასთან” დაკავშირებით, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ 2015 წლიდან ავღანეთის “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს.