მოსამართლეთა ასოციაციის მხარდაჭერით მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართა
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მხარდაჭერით, 27-29 ნოემბერს, მედიის წარმომადგენლებისთვის გასვლითი სემინარი გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა მეიშვილმა. კონსტანტინე კუბლაშვილმა მიმდინარე წელს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობა შეაფასა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ძირითადი მიმართულებების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილულ საქმეთა მოკლე ანალიზისა და ნაფიც მსაჯულთა პროცესების გაშუქების თავისებურებების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ეკა არეშიძემ ისაუბრა. ჟურნალისტებისათვის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისებურებებზე მოხსენება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა: ლაშა კალანდაძემ და ქეთევან მესხიშვილმა წაიკითხეს. შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან ერთად საერთო სასამართლოების მოსამართლეებიც ესწრებოდნენ. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები. პროექტის ”მართლმსაჯულების გაძლიერება” ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისათვის, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მხარდაჭერით ტრენინგების კურსი კვლავ იგეგმება.