ლალი ანთია: ალასანიას ბიძაშვილი ხალხში აგიტაციას ეწეოდა, სააკაშვილის წინააღმდეგ არ წახვიდეთო!

„ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში არ შეუშვა და ირაკლი ალასანიას დაუდექი გვერდით, ირაკლი უნდა გახდეს პრეზიდენტი, ხოლო პრემიერ-მინისტრი იქნება მიშა, ასეა გადაწყვეტილიო!“ – ეს სიტყვები, როგორც ლალი ანთია ამბობს, მას კუდის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ უთხრა. როგორც ლალი ანთია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი ალასანია საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალებთან“ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გარიგებული იყო.
„სააკაშვილის კუდის უფროსმა ლევან ქარდავამ დათა ახალაიასთან ერთად მითხრა: ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში არ შეუშვა და ირაკლი ალასანიას დაუდექი გვერდით, ირაკლი უნდა გახდეს პრეზიდენტი, ხოლო პრემიერ-მინისტრი იქნება მიშა, ასეა გადაწყვეტილიო!
თუ ირაკლი ალასანია  სააკაშვილთან გარიგებული არ იყო და ეს საკითხი დაზუსტებული არ ჰქონდათ, როგორ გგონიათ, ლევან ქარდავა ასეთ სისულელეს გააკეთებდა და მეტყოდა, ალასანიას დაუდექი გვერდითო? ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ალასანია არჩევნების წინ საიდუმლოდ შეხვდა: ერთი იყო ქარჩავა – ხობელი, ხოლო მეორე – ცნობილი „მხედრიონელი“ და ხობის ყოფილი მერი თემურ გერგაია. ორივე იყო გაქანებული „ნაციონალი“ და როლანდ ახალაიას ძმაკაცი.
3 ოქტომბერს ირაკლი ალასანიას კოდუებმა ჩამოაკითხეს, გიორგი კოდუამ და ლაურა ღაჭავამ. მაშინ, 3 ოქტომბერს, ზუგდიდში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ჩამოვიდა. მკვლელი ბარამიძეც ჩამოეთრა „ნაციონალების“ ხმების დასაცავად. ხალხის მზად იყო ბარამიძის ჩასაქოლად და თავისი ხმები დასაცავად, რადგან, კარგად მოგეხსენებათ, 40 პროცენტი „ნაციონალებს“ არ აუღიათ და ხმები გააყალბეს. ალასანიამ ხალხი წამოიყვანა ბოტანიკური ბაღისკენ და ამით ფაქტობრივად ბარამიძე გადაარჩინა. ყველაზე მაგარი – ირაკლი ალასანიამ ხალხის დაშოშმინებით ნაცებს „გაუპრავა“ სამეგრელოს შვიდივე რაიონის გაყალბებული შედეგები, არჩევნების დღეს, კახეში რა უნდოდა, როცა ბიძინამ სამეგრელო ჩააბარა”, – ამბობს ლალი ანთია. მისივე ქმით, ირაკლი ალასანია საიდუმლოდ ზუგდიდში „ნაციონალებს“ ხვდებოდა.
„ირაკლი ალასანიას ბიძაშვილი – გია ალასანია სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხში აგიტაციას ეწეოდა – მიხეილ სააკაავილის წინააღმდეგი არ წახვიდეთო!”, – აცხადებს ანთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები