ალექსანდრე ჭიკაიძე საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ გასპარიანს შეხვდა. ვლადიმერ გასპარიანმა ალექსანდრე ჭიკაიძეს სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა განვითარებისთვის მედალი გადასცა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შსს-ში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვა ღონისძიებები განიხილეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან გორიკ აკოპიანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ალექსანდრე ჭიკაიძის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები