მოქალაქე, რომელიც თვითმკვლელობისთვის მტკვარში გადახტა, დააჯარიმეს – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ინიციატივით გამოდის, თვითმკვლელობის მცდელობისთვის პირის დაჯარიმება სხვა სანქციით შეიცვალოს, – ამის შესახებ ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და იმ ფაქტის შესახებ აღნიშნავს, რომელსაც თავად შეესწრო.
“წეღან სახლში ვბრუნდებოდი. სანაპიროზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული. მითხრეს, რომ მამაკაცი მტკვარში გადახტა, თავს იკლავდა, მაგრამ გადაარჩინეს… თან, დააჯარიმესო (არ ვიცი, კანონით ასეა, თუ სხვაგვარად) იმის გამო, რომ თავს იკლავდა. დაჯარიმება რომ სხვა სანქციით შეიცვალოს, მაგალითად, სავალდებულო საზოგადოებრივი შრომით, არა?! თორემ კაცი, შეიძლება, ვალის გამო იკლავდა თავს, გადაარჩინეს და ფულადი ჯარიმა გამოუწერეს, რაღაცა, მგონი, ლოგიკაში ვერ ჯდება. ჰო, მთავარი. მარხვაში თავის მოკვლა რა “ჯარიმაა”, ამაზე ფიქრიც არ მინდა… მაგრამ მაინც“, -წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობისთვის – საქართველოში დაწესებულია სასჯელი – ჯარიმა 500 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები