საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეწვევა

   საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეწვევა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ორი სენატორი და ოთხი კონგრესმენი, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა და სამხედრო კომიტეტის წამყვანი მრჩევლები.
“დელეგაციას ხელმძღვანელობს სენატორი ჯეიმს ინჰოფი, რომელიც საკმაოდ გავლენიანი სენატორია. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ აშშ-ის საქართველოსადმი აქვს არა მარტო როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხარდაჭერა, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას მხარს უჭერენ ამერიკის სენატში, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროცესი არის შეუქცევადი”, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე განცხადებით, დელეგაციის წევრები საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები