რიკოთთან მანქანა, რომელშიც ბუნებრივი აირი იყო დამონტაჟებული, აფეთქდა

რიკოთის გვირაბში, შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომანქანას, რომელშიც დამონტაჟებული იყო ბუნებრივი აირის ბალონი, შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და ავტომობილი დაიწვა. ცეცხლის გაჩენის შემდეგ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა გვირაბიდან გამოსვლა შეძლო. გვირაბში დაგროვილი კვამლის გამო, საცობი შეიქმნა, რის შემდეგაც პოლიციამ მგზავრების ევაკუაცია მოახდინა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები