რის გამო აქვთ “შეხლა – შემოხლა” ია ფარულავას და ნიკა გვარამიას
ნიჭიერში ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრი ნიკა გვარამიაა, – ამის შესახებ მსახიობი ია ფარულავა საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს. “ცხადია, ნიკას ყოველთვის ხელი უსწრებს წინ. კონკურსანტის სცენაზე გამოსვლამდე ერთი წუთიც არ არის გასული, რომ იქსის ღილაკს აჭერს ხელს. ეს ძალიან მაღიზიანებს. ამის გამო მე და გვარამიას შეხლა-შემოხლაც კი გვქონია. ამ მხრივ ძალიან კეთილია ჭოლა, რაც უნდა ცუდი ნომერი იყოს, არ აპროტესტებს. ხელოვანი კაცია, სხვის შრომას აფასებს და ნომერს ბოლომდე უყურებს”, – აცხადებს “რეიტინგთან” საუბრისას ია ფარულავა.