თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალების ნაწილი გადაეცათ

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს პროკურატურაში საიდუმლო გრიფმოხსნილი მასალები გადაეცათ. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ.
კიდევ ერთი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურამ საქმის მასალების დანარჩენი ნაწილის დაცვის მხარისთვის გადაცემაზე კვლავ უარი თქვა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ეწინააღმდეგება. სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, ადვოკატებს მასალების დამუშავებისა და შესწავლისთვის დრო საკმარისად აქვთ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოსი 11 დეკემბერს გაიმართება. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმის ნაწილს გრიფი დღეს მოხსნა. პროკურატურის განცხადებით, გრიფი საქმის მასალების მხოლოდ 7 პროცენტს არ მოეხსნა. ამასთან, საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, რომ ადვოკატებს გრიფდადებული მასალების პროკურატურაში გაცნობის საშუალება მიეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები