შვიდი ძალა ხელში
ადამიანის სხეულს წაგრძელებული ფორმა აქვს, რადგანაც ემსახურება პრანის უდიდეს ნაკადს დედამიწის არსიდან (დედამიწის ბირთვიდან) მზის არსამდე (მზის ბირთვამდე). ხელი – ესაა პრანის ჰორიზონტალური, დამხმარე ნაკადი, რომელიც ძირითადი, ვერტიკალური სვეტიდან გამოდის. ხელი ეხმარება ადამიანის ვერტიკალურად განლაგებულ სხეულს.
ხელის არსი გამოვლინების მიზნით ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციაში ვლინდება: პირველი – სულის სახელით გავრცელდეს გარემოში, მეორე – მისცეს სულს საშუალება, რომ უკეთ იგრძნოს თავი.
ცეცხლოვანი ნაკადით ხდება გავრცელება. მასში ძირითადად ძვლები მონაწილეობენ. შეგრძნება ხდება ხელის პერიფერიული გამოვლინებებით, რბილი ქსოვილებით – წყლის თვისებით. ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები: ცხელი და ცივი, აქტიური და პასიური, ამგზნები და დამამშვიდებელი, მამაკაცური და ქალური, ახდენენ ადამიანის ხელის, ისევე როგორც მთელი სამაყროს ფორმირებას. ხელის რაღაც წერტილებში მისი არსებები უფრო სწრაფად მოძრაობენ, სხვებში – უფრო ნელა, ერთ წერტილებში ისინი დომინირებენ, უფრო არსობრივნი არიან და ვრცელდებიან, სხვებში – მორჩილნი, რბილნი, მგრძნობიარენი და შემწოვნი არიან. შედეგად ფორმირდება ხელისგულის და მთლიანი ხელის კონკრეტული ფორმა. ხელის გავრცელება და შეგრძნება სწორედ ამ ფორმით ვლინდება. ხელი დაკავშირებულია თავის წყაროსთან, მის ნაკადში იმყოფება და მასთან ერთად მიისწრაფვის მიზნისკენ. ამიტომ ხელისგულს წაგრძელებული ფორმა აქვს და არა მრგვალი.
გავრცელებადი და მგრძნობიარე ძალების თანაფარდობისა და ხელის ფორმის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია მრავალი რამ გავიგოთ ადამიანზე. მაგალითად მშრალი და უხეში ხელი მიუთითებს გავრცელებადი ნაკადების სიჭარბეზე, რაც მეტყველებს ადამიანის აქტიურ ბუნებაზე. ფუმფულა და რბილი ხელი, შესაბამისად დამახასიათებელია ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს კომფორტი, მოდუნება და სიამოვნებები. ნატიფი და დახვეწილი ხელი აჩვენებს არისტოკრატიულობას, რადგანაც იგი უფრო მეტადაა ჩართული გვარის ცენტრალურ არსობრივ ნაკადში და წაგრძელებულ ფორმას ღებულობს. ფართე ხელისგული მიანიშნებს უფრო მეტად პერიფერიული ძალების მეტ გამოყენებაზე, რაც გულისხმობს დანიშნულებას უფრო უხეშჳ საქმიანობისთვის. ამიტომ ხელი უფრო ფართე ხდება.
შვიდი ძალა არსებობს როგორც მთელს სამყაროში, ასევე ხელში:
– ძვალი აჩვენებს სურიას (მზის, ანუ გამაცნობიერებელი არსის) ძალას;
– მგრძნობიარე ქსოვილები აჩვენებენ ჩანდრას (მთვარის, ანუ გაცნობიერების პროცესის) ძალას;
– სივრცე, რომელიც ხელს უკავია, აჩვენებს გურუს (იუპიტერის, ანუ სივრცის შეგრძნების) ძალას;
– ხელის თავისებურებების, ხაზების და ნიშნების მრავალფეროვნება აჩვენებს შანის (სატურნის, ანუ ჰაერის შეგრძნების) ძალას;
– ხელის ენერგიულობა აჩვენებს მანგალას (მარსის, ანუ ცეცხლის შეგრძნების) ძალას;
– ხელის სირბილე და მგრძნობიარობა აჩვენებს შუკრას (ვენერას, ანუ წყლის შეგრძნების) ძალას;
– ხელის, როგორც პიროვნების, მისი აზრების და ემოციების გამომხატველი საშუალების, მოხაზულობა და მარჯვედ გამოყენების უნარი აჩვენებს ბუდჰას (მერკურის, ანუ მიწის შეგრძნების) ძალას.
ხელის, როგორც ჩვენი არსების გამოვლინების ინსტრუმენტის აგებულება კანონზომიერია. თუკი გამოვიყენებთ შვიდი ძალის საკვანძო ცოდნას ხელის კვლევისათვის, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ კიდევ მრავალი კანონზომიერი მოვლენა, რომელთა მეშვეობითაც მნიშვნელოვნად იზრდება ადამიანის, მისი წარსულის და მომავლის ამოცნობის შესაძლებლობა.
წყარო: http://geoastro.ge