ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სამოქალაქო განათლების ახალი კოლექციის შექმნა დაიწყო
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უკვე ერთი თვეა დაიწყო სამოქალაქო განათლების ახალი კოლექციის შექმნა. კოლექციაში განთავსდება არასამთავრობო ორგანიზაციების ის გამოცემები, რომლებსაც თავად ეს ორგანიზაციები აირჩევენ და თვლიან, რომ სწორედ ეს არის მათი საუკეთესო გამოცემა.
კოლექცია ინტერნეტის ქსელში განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის.
კოლექცია ბმულების სასშუალებით დაუკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ოფიციალურ ვებგვერდებს. არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტიურობა ჯერჯერობით არ აღინიშნება. ამიტომ, სამოქალაქო განათლების განყოფილების თანამშრომლებმა გადაწყვიტეს კოლექცია ორ ნაწილად გაყონ: 1. არასამთავრობო ორგანიზაციათა არჩევანი და 2. სამოქალაქო განათლების განყოფილების არჩევანი. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც არ დაეთანხმება ჩვენს რჩეულ გამოცემას, საშუალება ექნება შეცვალოს თავისი რჩეულით.
კოლექცია ითვალისწინებს დაახლოებით 50 არასამთავრობო ორგანიზაციის გამოცემის პოპულარიზაციას, პირველი ან მეორე ვერსიის საშუალებით. ამჟამად, მხოლოდ 5-მა ორგანიზაციამ გააკეთა თავისი არჩევანი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი; კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია; სიდა და Nova Societas.