მიხეილ გიორგაძე ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს ეწვია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
24 ნოემბერს, კულტურის მინისტრი ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს ეწვია. მიხეილ გიორგაძეს ცენტრის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. მინისტრმა ფოლკლორის ცენტრის შენობა და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა. შეხვდა მომუშავე პერსონალს, რომლის დროსაც ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ მას სამომავლო პროექტები და გეგმები გააცნო.