რობერტ სტურუას მსოფლიო თეატრის ელჩის წოდება მიენიჭა

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტმა რეჟისორ რობერტ სტურუას მსოფლიო თეატრის ელჩის წოდება მიანიჭა, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„22 ნოემბერს ერევანში, სომხეთში, შედგა 34-ე საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის ITI კონგრესი, სადაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტმა მსოფლიო თეატრისთვის გაწეული ფასდაუდებელი შემოქმედებითი საქმიანობისთვის რობერტ სტურუას მიანიჭა მსოფლიო თეატრის ელჩის წოდება“, – ამბობენ თეატრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები