სენაკში ხე -ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში, ქარსაცავ ზოლში, ხე -ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო ზემო-სვანეთის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამართალდამრღვევბმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ნაწილის გატანა მოახერხეს. გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა.