პრემიერ-მინისტრმა თევზის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოთში, თევზის გადამამუშავებელი ქარხანა “გეოფიშ ფექტორი” დაათვალიერა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით , გაფართოება-გადაიარაღების შემდეგ, რაშიც 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ქარხნის წარმოებადობა დღე-ღამეში 350-დან 1200 ტონამდე გაიზარდა.
ქარხანაში იწარმოება თევზის ზეთი და თევზის ფქვილი, რომელიც ნედლი ქაფშიის გადამუშავების შედეგად მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები