ავარია ხობში – მსუბუქი ავტომანქანა შეშით დატვირთულ სატვირთოს შეეჯახა, არიან დაშავებულები

 ხობში, სოფელ ხეთაში ხობი-ზუგდიდის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც „კვირას“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ოპელის მარკის ავტომანქანა შეშით დატვირთულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. აღნიშნულის შედეგადაც ოპელის მარკის ავტომანქანაში მსხდომი სამი პირი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები