პრემიერი: ევროპაში ძალიან კარგად იციან, თუ რა პრობლემები არსებობდა წლების განმავლობაში საქართველოში

ევროპაში ძალიან კარგად იციან, თუ რა პრობლემები არსებობდა წლების განმავლობაში საქართველოში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის 32 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი ყველანი ერთხმად აღაირებენ, რომ ხელისუფლებას ამ 2 წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული წინსვლა აქვს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი.
“ჩვენ შექმენით ყველა პირობა განვითარებისთვის. საქართველოში არის თავისუფალი გარემო, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი გამოხატვის უფლება. მთელი მთავრობა მოტივირებულია ვართ, რომ პროექტები გაგრძელდეს და ეს არ იქნება არა ჩვენს თავზე მორგებული პროექტები, არამედ ხალხის საჭიროებებზე მორგებული”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები