თბილისში ქალს მანქანა დაეჯახა

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ „დელისთან” ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღნიშნულის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა.
ახალგაზრდა ქალი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. მას სხეულის დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც“კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე აღძრულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთოეობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები