კასპში ირმა ნ-მ გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა – დანაშაული გახსნილია (ვიდეო)

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ირმა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2005 წელს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში, შურისძიების მოტივით, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი. კვალის დაფარვის მიზნით ირმა ნ-მ გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ირმა ნ. 2005 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახელი-გვარით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს. შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნულ პიროვნებას ხაშურში მიაკვლიეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_4_M-i3zMLU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები