ემზარ კვიციანის თანამებრძოლები შიმშილობას წყვეტენ და აქციას აანონსებენ

ემზარ კვციანის თანამებრძოლებმა ოჯახის მოთხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს – ამის შესახებ „კვირას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ემზარ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით 19 ნოემბერს, 17.00 საათზე გმირთა მოედანთან პრესკონფერენციას გამართავს.
„შიმშილობა დროებით, ოჯახის წევრების მოთხოვნით შევწყვიტეთ. გარკვეული შეთანხმების შემდეგ, ვაპირებთ 20 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შიმშილობის ფართომასშტაბიანი აქცია გავმართოთ“, – აღნიშნა ირაკლი ლომიძემ
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ემზარ კვიციანის ყოფილი თანამებრძოლები კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთის ფაქტს აპროტესებენ. მათ შიმშილობის ორი დღის წინ გმირთა მოედანზე დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები