თბილისის ერთ-ერთ საცხობში ქალბატონი თონეში ჩავარდა

48 წლის ქალბატონი პურის ცხობისას თონეში ჩავარდა. შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ საცხობში მოხდა. მან სხეულის დამწვრობა მიიღო. როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს სხეულის 25 პროცენტი, კერძოდ, ზურგის არე და დუნდულები აქვს დამწვარი,.
„48 წლის ქალბატონი თონეში ჩავარდა, რის შედეგადაც მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები