დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც “კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დავით გალეგაშვილი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მათივე ინფორმაციით, მიღებული ტრავმა ამ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში აღარ არის. მედიკოსებით თქმით, მის სრულ რეაბილიტაციას გარვეული დრო დასჭირდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს.
შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა, დავით გალეგაშვილი წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და კომაში იმყოფებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ.