აქციაში „არა ანექსიას“ 20000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის შენობასთან გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში 20000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
Google Map-ის მიხედვით, პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია, სადაც აქცია გაიმართა, დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, 1 კვადრატულ მეტრზე კი 4 ადამიანი ეტევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციაში დაახლოებით ოცი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში რეგიონიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმაც მიიღეს მონაწილეობა. აქციის მონაწილეებს კიევიდან საქართველოს ექსპრეზიდენტმაც მიმართა.