“ნაციონალებს“ დღევანდელ აქციაზე არეულობის შემტანის სურვილი აქვთ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ“

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი აქცია ნორმის ფარგლებში ჩაივლის.
როგორც ქანთარიამ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის შეტანის სურვილი აქვს, თუმცა დეპუტატი აცხადებს, რომ ამას ვერ განახორციელებენ.
„არეულობის შემოტანის სურვილი კი არის, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ, ამ აქციას არანაირი საერთო არ აქვს ანექსიასთან. ეს სათაური მოფიქრებულია სპეციალურად, ამით უნდათ, საზოგადოების გულებში შევიდნენ, მაგრამ ვინც მათი წარსული იცის, არა მგონია, გავიდნენ აქციაზე.
კონტრაქციების მომხრე არ ვარ, არ არის ამის დრო! სხვა უამრავი გამოწვევა გვაქვს და ამაზე ვიფიქროთ, უმჯობესია!” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები