„ნაცებს“ ავიწყდებათ 9 წელი საქართველო სისხლში რომ აბანავეს?!“

  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ძალიან დიდი იუმორის გრძნობა ჰქონიათ, აქციას „არა ოკუპაციას“ რომ აწყობენ. ვინც დღეს ოკუპაციას აპროტესტებს, ისინი არ არიან 9 წლის განმავლობაში საქართველო სისხლში რომ აბანავეს? 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ მოაწყვეს და ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტეს?“ – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა სოსო ჯაჭვლინმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და აღნიშნა, რომ დღევანდელ აქციაზე მათივე მოწყობილი პროვოკაციებიც არ გამოირიცხება.
„საქართველოში 1 ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც არ იტყვის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ, საინტერესოა, ვინ საუბრობს დღეს ოკუპაციაზე და ვინ აპროტესტებს მას. საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ, ვინც დღეს ოკუპაციას აპროტესტებს, ისინი 9 წლის განმავლობაში საქართველოს სისხლში ამყოფებდნენ. დღეს მათ იმ მასკარადის გამეორება უნდათ, რაც 2008-ში მოაწყვეს. 150 სოფელი დავკარგეთ. კოდორის ხეობა ისე ჩააბარეს, იარაღი არ გავარდნილა, კოდორი არასდროს არავის დაუპყრია და დღეს ეს ხალხი ოკუპაციის წაინააღმდეგ გამოდის?! მიმიტევებია რაც მოხდა, მაგრამ ისინი ამ 2 წლის განმავლობაში იგივე რიტორიკას აგრძელებენ. არ გამოვრიცხაც, დღევანდელ აქციაზე პროვოკაციებიც მოაწყონ. ისინი ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ პარტიული პიარისთვის იყენებენ“ – აღნიშნა ჯაჭვლიანმა „კვირას“ პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით საპროტესტო აქცია იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები