ხუდადოვის ქუჩაზე, საერთო საცხოვრებლის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე საერთო საცხოვრებლის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები