მეხანძრე-მაშველებმა ტყიბულში ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ხელმძღვანელებმა და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ტყის მასივი იწვოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისის, ხარაგაულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ამბროლაურისა და ბაღდათის სახანძრო-სამაშველო სამსახურების სახანძრო ჯგუფების, აგრეთვე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების სამაშველო ჯგუფებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ხანძრის ლოკალიზება და სრული ლიკვიდაცია მოხერხდა. ხანძრის შედეგად 10 ჰექტარის ფართობის ტყის ქვედა საფარი დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები