გია გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
“დღეს “მწვანეთა პარტიისთვის” მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარტია ოფიციალურად ტოვებს უმრავლესობას”,- ამ სიტყვებით გია გაჩეჩილაძემ კოლეგებს მიმართა და შესაბამისი განცხადებისთვის სესიაზე დროის გამოყოფა მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უსუფაშვილმა განმარტა, რომ ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთება სესიაზე რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მას შეეძლო განცხადება პარლამენტის შენობაში გაეკეთებინა. გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, ფრაქცია “ქართული ოცნებაც” დატოვა.