ნორლანდი: ვიმყოფები დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

როდესაც რუსეთში ვიყავი ელჩი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდოდი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა პოლიციის აკადემიაში, სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსის გახსნაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ახლა იმყოფება დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
“1989 წელს, როდესაც რუსეთში ვიყავი ელჩი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდოდი. ახლა კი აქ ვიმყოფები, დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით. საქართველო შესანიშნავი პარტნიორია და ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებეულებები”, – განაცხადა ელჩმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა შსს-ის აკადემიაში სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი საზეიმოდ გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები