„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტებმა ვახტანგ კიკაბიძის დახვრეტის პირობა დადეს

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტებმა ვახტანგ კიკაბიძის დახვრეტის პირობა დადეს. ამის შესახებ თავად მსახიობმა განაცხადა. კიკაბიძის თქმით, ტერორისტებმა მას ტელეფონით დაურეკეს და უთხრეს, რომ მის დახვრეტას აპირებენ.
„ცოტა ხნის წინ დამირეკეს: „გისმენთ! – „ვახტანგი ბრძანდებით?“ – „კი“ – „ჩვენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ვრეკავთ“. მე სიცილი დავიწყე,რადგან ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. ვამბობ: „და რა?“ – “ჩვენ თქვენ დაგხვრეტთ!“. იმას, რაც მათ ამის შემდეგ ვუთხარი, ვერ გავიმეორებ. ეს ყველაფერი ძალიან კომიკურად გამოიყურება“, – აღნიშნა კიკაბიძემ გადაცემა „სვეტსკაია ჟიზნის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კიკაბიძე მხარს უკრაინელებს უჭერს. რუსეთიდან კი მსახიობი პროტესტის ნიშნად აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები