ირაკლი ღარიბაშვილი ქორეოგრაფ რევაზ ჭოხონელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

   პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქამ სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძის გარდაცვალების გამო. თითქმის სამი ათეული წელია ,,ერისიონი“ რევაზ ჭოხონელიძის მიერ დადგმული ცეკვებით აღაფრთოვანებს მაყურებელს. მისი შემოქმედებიდან მარტო „ქართული ლეგენდის“ აღნიშვნაც კი კმარა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა ჩვენს უნიკალურ კულტურაზე, ქართული ფოლკლორის ფენომენზე. სამძიმარს ვუცხადებ რევაზ ჭოხონელიძის ოჯახს, ახლობლებს, ანსამბლ ,,ერისიონს“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები