საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი მსოფლიო ბანკის კოორდინატორს შეხვდა

  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კატასტროფების რისკების მართვის რეგიონალურ კოორდინატორ ხოაკინ ტოროს შეხვდნენ.
შს ცნობით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მოქმედ საკანონმდებლო ბაზას გაეცნო, რომლის მიხედვითაც რეგულირდება სამინისტროებთან, უწყებებთან, სხვადასხვა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და კოორდინაცია კატასტროფების პრევენციის, მათზე მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენითი ფაზის დროს.
ხოაკინ ტორომ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში სახანძრო-სამაშველო ძალების პროფესიული მომზადებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაუმჯობესების მიზნით დაგეგემილი რეფორმისა და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სამომავლო საგრანტო პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც გააძლიერებს საქართველოში კატასტროფების რისკების შემცირების, საგანგებო სიტუაციების პრევენციის სფეროებს და აამაღლებს სახანძრო-სამაშველო ძალების მზადყოფნისა და რეაგირების დონეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები