ბიძინა ივანიშვილი: დღეს შსს ყველაზე ეფექტურად მუშაობს

 

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია. როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, შსს ეფექტურად მუშაობს.
„კრიმინალის ზრდაზე ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს და ვერავითარი სტატისტიკა ვერ დადეს, ეს ყველამ ერთად ვნახეთ. შსს დღეს ყველაზე ეფექტურად მუშაობს. ფაქტია, რომ კრიმინალის ზრდა არ მომხდარა. ის რაც ხდებოდა ციხეებში ჩვენ კარგად ვნახეთ. ციხეებში წამება რომ მიდიოდა პატიმრების, ამას “ნაციონალებიც” არ მალავდნენ, იმიტომ რომ ამით კრიმინალი შეემცირებინათ.  საქართველოში ყველამ იცოდა, რაც რეალურად ხდებოდა ციხეებში. დღეს ციხეებში სხვა ვითარებაა. იქ C ჰეპატიტს მკურნალობენ და კვება გენიალურია. ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიონ პოლიტიკოსებმა, როდესაც კრიმინალის ზრდაზე საუბრობენ“, – აცხადებს ექს-პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები