ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ალასანიამ ოთხივე ტენდერი ჩაშალა

 

   ყოფილი პრემიერ მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როცა მას ირაკლი ალასანიასთან კონსულტაციები ჰქონდა იმ კომპანიაზე, რომელიც ჯარისკაცების კვებას უზრუნველყოფდა. როგორც პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, ალასანიამ ტენდერი 4-ჯერ ჩაშალა, რათა აღნიშნული კომპანია თავდაცვის სამინისტროში დარჩენილიყო. “ირაკლი ალასანიამ ოთხივე ტენდერი ჩაშალა. ჩემი ხვეწნა – მუდარა, სადაც შევხვდებოდი ირაკლის სულ ამას ვეუბნებოდი მთავრობის სხდომაზე ორჯერ გვქონდა ძალიან მკვეთრი საუბარი. ვერაფრით ვერ მოვახერხე. ეს მოწავმლების თემაც აგორდა და იქაც მკვეთრი საუბარი მქონდა. როგორმე მიხედე, გამოძიება დაიწყე, თურმე მიდიოდა შიდა გამოძიება… რაც მთავარია მთავრობის სხდომაზეც, საჯაროდანც, პირდაპირაც ირაკლისთან ძალიან ბევრი კამათი მქონია, რა უნდა იქ ნაცების დროინდელ კომპანიას რომ ამარაგებს მათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები