“არც ერთი ხელისუფლება არ ღირს სისხლის თუნდაც ერთ წვეთად“

  ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის მოსახლეობას მიმართავს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ ვებგვერდზე წერს, იყო მცდელობა და მას ძალადობრივი გზისკენ უბიძგებდნენ, თუმცა თვითონ ვითარების პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრეა.
“მე თავიდანვე დიალოგის მომხრე და ნებისმიერი ძალადობრივი ვარიანტის, მით უმეტეს, სისხლისღვრის წინააღმდეგი ვიყავი. არც ერთი ხელისუფლება არ ღირს სისხლის თუნდაც ერთ წვეთად. სწორედ ამიტომ, ამ კონფლიქტშიც დიალოგის მომხრე ვარ. გარკვეული ტიპის დიალოგი შედგა კიდეც. ჩვენ ამნისტიის რეალიზება მოვახდინეთ. არც ვიცი, როგორ მოახერხა ოპოზიციამ, რომ მაიდნის რადიკალურ ნაწილს შეიარაღებისკენ მოუწოდა”, – აცხადებს ვიქტორ იანუკოვიჩი. ის ოპოზიციის ლიდერებს დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა დემონსტრანტებს შეიარაღებისკენ მოუწოდეს, რაც დანაშაულია. იანუკოვიჩი აცხადებს, რომ დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები