ალექსი პეტრიაშვილი: “თავისუფალი დემოკრატები სიამაყით ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ არჩევანზე

  მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თავისუფალო დემოკრატებო, დღეს ძალიან დიდი დღეა „თავისუფალი დემოკრატების“ ცხოვრებაში – ამ სიტყვებით მიმართა ფილარმონიაში დამსწრე საზოგადოებას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
„მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თავისუფალო დემოკრატებო, დღეს ძალიან დიდი დღეა თავისუფალი დემოკრატების ცხოვრებაში. გილოცავთ დღვანდელ დღეს. “თავისუფალი დემოკრატები” სიამაყით ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ არჩევანზე ევროპულ მიზნებზე და ჩვენს მიღწევებზე ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული ფასეულობებისადმი. მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს მთავრობაში მუშაობის ორი წლის განმავლობაში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალმა და ძველმა წევრებმა მაქსიმალური შედეგი დადეს რომელი მიმართულებებიც ჩაგვაბარეს“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები