“თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ყრილობა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა

  “თავისუფალი დემოკრატების” რიგით მესამე ყრილობა პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა.
ყრილობაზე მისულ სტუმრებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილი მიმართა.
ყრილობაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა იგი ყრილობას არ დაესწრება.
დღევანდელ ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. დღეს პარტიის მე-3 ყრილობა იმართება. ყრილობაზე 2100 დელეგატი იყო მოწვეული და ესწრება 2038. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გახდება.
ირაკლი ალასანია ყრილობის მონაწილეებს კენჭისყრის შემდეგ მიმართავს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები