გიორგი მარგველაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზეა მიწვეული

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზეა მიწვეული. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, დაესწრება თუ არა „თავისუფალი დემოკრატების“ პრეზიდენტი.
დღეს ფილარმონიაში “თავისუფალი დემოკრატები” ყრილობას გამართავენ. დღევანდელ შეკრებაზე “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდება ირაკლი ალასანია, რომლის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში პარტიას ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა. ყრილობაზე პარტიის წესდების ახალი რედაქციის მიღება და ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია იგეგმება. “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება.
პარტიის ლიდერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება. მისი თქმით, პოლიტიკაში ხალხის, საზოგადოების წარმომადგენლების ღირებულებების ირგვლივ დაჯგუფება დაიწყება და არა “ვიღაცა ვიღაცის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები