შსს-ს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში „ერთობლივი საერთაშორისო რეაგირება ბიოტერორიზმზე“

  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, კონტრტერორისტული სამმართველოს წარმომადგენლებმა რიჩარდ გ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში „ერთობლივი საერთაშორისო რეაგირება ბიოტერორიზმზე“.
„მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პროგრამა“ (ICP) ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათშორის საწვრთნელ გეგმას წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, ქართველ სამართალდამცველებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს პირველად ჩაუტარდათ ერთობლივი სწავლება, რომელსაც აშშ-ს ფედერალური ბიუროს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა უწყებების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. დღეისთვის ICP-იმ ღონისძიებები 47 პარტნიორ ქვეყანაში განახორციელა და 72 ქვეყნის 14 ათას წარმომადგენელს ჩაუტარდა წვრთნა.
„მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პროგრამა“ (ICP) მოიცავს კურსებს, მეცადინეობებს, სემინარებსა და სავარჯიშოების ფართო სპექტრს, რომელიც ითვალისწინებს მასობრივი იარაღის (WMD) საფრთხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მის აღკვეთას, გამოძიებასა და მასზე რეაგირების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. სწავლება მიმართულია უწყებათშორისი შესაძლებლობების აგებისკენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნაციონალური საფრთხისა და ინციდენტებისათვის თავის გართმევა. ღონისძიების დასასრულს შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები და ჯილდოები გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები