“არა მხოლოდ ქართულ ჯარში, გარკვეულ სახელისუფლებო უწყებებშიც კი იყო დიარეა”

ირაკლი ალასანიას უწყებამ თვითონ მიაწოდა მასალები მთავარ პროკურატურას – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციის” ეთერში განაცხადა. პეტრიაშვილის შეფასებით, მაშინაც, თავიდანვე ძალიან საეჭვოდ ჩნდებოდა ეს პრობლემა და ძალიან დიდი ხმაური და აჟიოტაჟი ტყდებოდა დიარეის ფაქტების ირგვლივ.
“პოლიტსაბჭოს მერე იყო შეხვედრა “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. ალასანიამ გასცა პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც დაისვა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან და იგი შეგვპირდა, რომ გაეცნობოდა. უფრო დადებით ტონალობაშიც კი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დავცილდით ერთმანეთს იმედიანად. პოლიტსაბჭოზე იყო ერთსულოვნება, რომ ერთად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ნაცვლად გაცნობისა, მეორე დღეს, შუადღეს ჩვენ მივიღეთ პასუხად მთავარი პროკურატურის განცხადება მასობრივი დიარეის გამოძიების დასრულებასთან დაკავშირებით და შედეგად, ექვსი თანამშრომლის დაბარება.
ირაკლი ალასანიას უწყებამ თვითონ მიაწოდა მასალები მთავარ პროკურატურას ამ ფაქტებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მაშინაც, თავიდანვე ძალიან საეჭვოდ ჩნდებოდა ეს პრობლემა და ძალიან დიდი ხმაური და აჟიოტაჟი ტყდებოდა ამ დიარეის ირგვლივ. არ იყო მასშტაბურ რაოდენობაზე საუბარი, რეალურად რამდენიმე ათეულიც არ იყო მგონი. დიარეა იყო ზაფხულის პირობებში, არ განმახილვინოთ ახლა სამედიცინო სტატისტიკა, არა მხოლოდ ქართულ ჯარში, გარკვეულ სახელისუფლებო უწყებებშიც კი, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ვისაუბრო”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები