საპარლამენტო უმრავლესობას 12 დეპუტატი ორი ფრაქციის სახით შეემატება

საპარლამენტო უმრავლესობას 12 დეპუტატი ორი ფრაქციის სახით შეემატება, – ამის შესახებ კოალიციის ოფისში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან და მათგან თანხმობა უკვე მიღებულია.
“ისინი არიან 12 დეპუტატი, აქედან ექვსს უკვე აქვს თავისი ფრაქცია და მისი ხელმძღვანელია კახა ოქრიაშვილი. ხოლო მეორე 6 დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსშია”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
12 დამოუკიდებელი დეპუტატის საპარლამენტო უმრავლესობასთან მიერთების საკითხი შეაფასა დავით საგანელიძემაც.
“დღეს უპარტიო დეპუტატებმა გამოთქვეს სურვილი, რომ იმ დროს, როდესაც საკითხი დგება, თუ რამდენად ექნება ხელისუფლებას ძლიერი დასაყრდენი, ისინი მზად არიან, ორი წლის განმავლობაში შემოუერთდნენ უმრავლესობას, ასე, რომ ბევრად უფრო მეტი წევრი გვეყოლება უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს”, – განაცხადა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები