ბან კი მუნი უკრაინაში მომხდარი დაპირისპირებით შოკირებულია

  გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი უკრაინაში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირებით შოკირებულია. ამის შესახებ განცხადებას გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანი მარტინ ნესირკი ავრცელებს. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, გააორმაგონ ძალისხმევა პოზიტიური ზომების მისაღებად, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ამნისტიისა და აქტივისტების მიერ დაკავებული სამთავრობო შენობების გათავისუფლების ჩათვლით. ამასთან, ბან კი მუნი მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი, რომელიც სწრაფ შედეგებამდე მიიყვანს.
“მომავალი არასტაბილურობისა და სისხლისღვრის აღკვეთა ყველაზე პრიორიტეტულია და ყველა მხარე უნდა ისწრაფვოდეს, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს კეთილდღეობისა და დემოკრატიის გზას”, – ნათქვამია ბან კი მუნის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები