დავით უსუფაშვილი: მსურს იმ ჩიტის პოვნა, ვისაც ჩვენი შეხვედრებიდან ამბები გამოაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცახდებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრებიდან „პროფესიონალ ჩიტს ამბები გამოაქვს“. ამის შესახებ უსუფაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„საინტერესოა და მინდა იმ ჩიტის მოძებნა დავიწყო, რომელსაც მსგავსი ამბები გამოაქვს ხოლმე. ზოგჯერ ამ ჩიტს სწორი ინფორმაცია გამოაქვს ჩვენი შეხვედრებიდან, ზოგჯერ არც თუ ისე სწორი. პროფესიონალ ჩიტთან გვაქვს საქმე. არანაირი გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, მსგავსს არ შევსწრებივარ. ჩემთან ერთად გამართულ შეხვედრებზე დაძაბული საუბარი ყოფილა, მაგრამ ამ საუბარს ზღვარი არ გადაუკვეთია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები