„მე საერთოდ არ მგონია, რომ დღის წესრიგში დგას ალასანიას დაჭერა“

ღარიბაშვილს ალასანიას დაჭერა, რომ ჰქონდეს ამოცანად დასახული, ამას როგორმე სხვანაირდა მოახრხებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “რეაქციის“ წამყვანი დაინტერესდა არსებობს თუ არა თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენების შემდეგ ირაკლი ალასანიას დაპატიმრების ალბათობა?
“ღარიბაშვილს ალასანიას დაჭერა რომ ჰქონდეს ამოცანად დასახული, ამას როგორმე სხვანაირად მოახრხებდა და ამისთვის ღია, სამსაათიანი საუბარი არ დასჭირდებოდა. ამ ორ მოვლენას შორის და შესაძლო კავშირების თაობაზე დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. მე საერთოდ არ მგონია, რომ ვინმეს დღის წესრიგში დგას ალასანიას დაჭერა, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ სამე, რომლის გამოძებაც დაიწყეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები