დავით დონდუამ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით დონდუა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.
როგორც „კვირას“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. დავით დონდუამ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ნატოს უელსის სამიტის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა არსებითი ღონისძიებების პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების დროულად განხორციელების აუცილებლობასა და ამ პროცესში უნგრეთისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე. ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტისამდმი აქვს.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები