„112“-ს სამუშაო ვიზიტით რუმინელი ექსპერტი ესტუმრა

2014 წლის, 6-7 ნოემბერს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს – „112“-ს ეწვია რუმინელი ექსპერტი, მარიუს რუსო.
სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა „112“-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ვიდეო ზარის საშუალებით „112“-თან დაკავშირების პროექტის ფარგლებში.
მხარეებმა ვიდეოზარის დასანერგად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს, გაცვალეს მოსაზრებები არსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და იმსჯელეს გამოწვევებისა და რისკების თავიდან აცილების გზებზე, რაც მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებული იმპლემენტაციისათვის.
„112“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ყრუ და სმენადაქვეითებული) პირებისათვის ქოლ-ცენტრთან დაკავშირების ალტერნატიულ არხს ნერგავს. აღნიშნული გულისხმობს „112“-თან მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაკავშირებას.
ზემოაღნიშნულ პროექტს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცეტრი – „112“ გაეროს განვითარების პროგრამასთან UNDP Georgia ერთად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები