გედევან ფოფხაძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

გედევან ფოფხაძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა, – ამის შესახებ დეპუტატმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება.
როგორც ფოფხაძემ აღნშნა, საბოლოო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღო, რაც საბოლოო ჯამში, უფრო ღირებულად ჩათვალა.
“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე უმრავლესობაში და დავტოვო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები”. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” არიან ჩემი მეგობრები, კარგი და ღირსეული ადამიანები და მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი ალასანიას, რომელიც არის საქართველოს პოლიტიკისთვის ძალიან ღირებული პიროვნება, თუმცა ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი არის უმრავლესობაში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბევრი არგუმენტით, როგორც პიროვნული ხასიათის, ისე პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით. მეორე მხარესაც ჩემი მეგობრები არიან და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიმეღო, პიროვნულად მაინც ვიხლიჩებოდი.
მიმაჩნია, რომ სხვა შემთხევაში უნდა მიმეღო ემოციური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ მე ის ემოციური განწყობა, რაც იყო “თავისუფალ დემოკრატებში”, არ გადმომედო და ვერ გავიზიარე. ჩავთვალე, რომ საჭირო იყო უფრო მშვიდად და წყნარად მიმეღო გადაწყვეტილება. მგონია, რომ მე და ჩემი მეგობრები “თავისუფალი დემოკრატებიდან” მხოლოდ ემოციურად უნდა დავშორდეთ ერთმანეთს და არა ღირებულებებით და შეხედულებებით. მე უნდა დავრჩე უმრავლესობაში, მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვინც ბრაზობს, ის არის მტყუანი”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
“თავისუფალი დემოკრატები” ასევე დატოვეს დეპუტატებმა თენგიზ ჯაფარიძემ და გელა სამხარაულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები